მომსახურება 24/7 • გორი, პუშკინის 2ა • 598 37 37 93 • 595 22 12 10
დარეკვა — დახმარება 24/7 →ოჯახის სურვილებისა და რწმენის პატივისცემით
ანუბისიმხარდაჭერა და თანადგომა
მთავარი / ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

ადამიანის ღირსება, ოჯახის მხარდაჭერა და ტრადიციის პატივისცემა.

გორი • 2014 წლიდან

მხარდაჭერა და თანადგომა

დამკრძალავი ბიურო „ანუბისი“ გორში 2014 წელს დაარსდა. ჩვენი საქმიანობის საფუძველია ადამიანებისა და ოჯახების მხარდაჭერა დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, ხარჯების ადეკვატურობა და ტრადიციის ღრმა პატივისცემა.

ჩვენ გვჯერა, რომ ყველაზე მძიმე წუთებში ოჯახმა ეს ტვირთი მარტომ არ უნდა ზიდოს. მიცვალებულის გაპატიოსნება, დაკრძალვა, საფლავის მოწყობა და მოვლა-პატრონობა — ეს ის საკითხებია, რომლებშიც „ანუბისი“ სრულ თანადგომასა და ინფორმირებულ არჩევანს გთავაზობთ, რათა უზრუნველვყოთ თითოეული ადამიანის ღირსეული გამოსამშვიდობებელი და მშვიდი სივრცე ხსოვნისთვის.

მომსახურების არეალი და პირობები

ვოპერირებთ ქალაქ გორსა და მის შემოგარენში.

ვახორციელებთ სახმელეთო გადასვენებას ყველა მიმართულებით, მათ შორის გადმოსვენებას.

ადგილზე მისვლით ან დისტანციური შეთანხმებით გთავაზობთ სრულ ორგანიზაციულ თანადგომას.

ჩვენი მიზანია, ამ რთულ მომენტში ოჯახს შევუმსუბუქოთ ყოველგვარი საორგანიზაციო ტვირთი.

დარეკვა — დახმარება 24/7